ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ქალი მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით 40 წლამდე ქალი გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი იტალიიდან 2 მარტს დაბრუნდა, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ტემპერატურა მას დღეს დაუფიქსირდა. ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში სინჯის აღების პროცედურები მიმდინარეობს და ზუსტი პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები