გიორგი მიქაუტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენილ ნინო ქადაგიძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენილ ნინო ქადაგიძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

მისივე თქმით, ნინო ქადაგიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ორჯერ იყო.

„ნინო ქადაგიძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მათ შორის, სასამართლო სისტემაში მუშაობისა – დაახლოებით, ოცი წლის გამოცდილება. ის ორჯერ იყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და, ასევე, ორჯერ იყო არჩეული უზენაესი სასამართლოში. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან ბევრი პროფესიული თვისება, რომელიც საჭიროა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის. მე წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნინოს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. კანდიდატურის შესარჩევად საბჭომ კონსულტაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები