კულტურულ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესის შესაბამისად, კულტურული ობიექტების ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

სადეზინფექციო სამუშაოები მუზეუმებში, თეატრებში, სარეპეტიციო დარბაზებში, გასახდელებში, გარდერობებში ჩატარდა და ინვენტარი სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული და დაწესებულებებს დეზინფექცია ინტენსიურ რეჟიმში უტარდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები