ბორჯომში საგაზაფხულო დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ბორჯომში საგაზაფხულო დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ავტომოსაცდელების რეცხვა-დეზინფექცია. ცენტრალურ გზაზე ირეცხება, ასევე, გამყოლი მოაჯირები, ლამპიონები, სანაგვე კონტეინერები და ურნები. ობიექტები იწმინდება უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო მასალისაგან.

სამუშაოებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ, პარალელურად,  ქალაქის ქუჩები, საფეხმავლო ბილიკები და ფერდობები სხვადასხვა სახის ნარჩენისა და ქვა-ღორღისაგან იწმინდება. პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სულ მალე ქალაქის ცენტრალური უბნების გარდა ყველა დაბასა და სოფელს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები