საპატრიარქო კორონავირუსის გამო ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს

ზიარება ტაძრებში ჩვეული წესით გაგრძელდება, ერთჯერადი კოვზების გამოყენება არ იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ.

ამასთან, საპატრიარქოში განაცხადეს, რომ „ისტორიულად, ეპიდემიის გავრცელების პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს“.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები