ირანში კორონავირუსით 8 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვირუსს 291 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში კორონავირუსით 8042 ადამიანია ინფიცირებული, 291 ადამიანი გარდაიცვალა, – დაწერა Tiwtter-ის გვერდზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალი რეზა ვაჰაბზადემ.
მისი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 19 თებერვლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.
ანალოგიური ინფორმაცია გააჟღერა ტელეკომპანია IRINN-ის ეთერში ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა.