სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძარი ლიკვიდირებულია
ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ამ დროისთვის ხანძრის კერები სრულად ლიკვიდირებულია.
ლოკაციები ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან, დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად პირადად მოინახულა.
ემზარ საბანაძემ მეხანძრე-მაშველებს სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.