ლუიზა ვინტონი: მოხარული ვართ, რომ შეთანხმება მოხდა, ახალი საარჩევნო სისტემა უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს მხარეებს
“დარწმუნებული ვართ, რომ ახალი სისტემა უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს მხარეებს”, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ეს გარკვეული შეთანხმება მოხდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ აუცილებელია, პროცესები გადავიდეს პარლამენტში ნაცვლად ქუჩის პროტესტისა. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი სისტემა უკეთეს შესაძლებლობებს მისცემს მხარეებს“, – განაცხადა ვინტონმა.
მიმდინარე წლის 8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40 პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.