ონში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო

ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად დაათვალიერა.

რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ სამუშაოებს შპს “იერი” ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 991000 ლარია და აღმაშენებლის ქუჩის, აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაციას და საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები