სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებში ცეცხლის კერები დღეს დილიდან შეინიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მინდვრის საფარზე, დაახლოებით, 500კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, ემზარ საბანაძე პირველ მოადგილესთან, დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, ხანძრის ქრობის პროცესს პირადად უწევს მონიტორინგს.

შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები