არჩილ ჯაფარიძე: დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხის მიმდებარედ ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი, ცოცხალი ძალა ადგილობრივი მოსახლეობის სახით. ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს. ხანძრის ადგილზე დილიდან მხარის რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
“ხანძარი, დაახლოებით, 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია. დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ხანძრის ლოკალიზებას დღის ბოლომდე შევძლებთ”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.