გიორგი გახარია: საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცებისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და მას მნიშვნელოვანს უწოდებს.
მთავრობის მეთაური საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობას უხდის.
„საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.
ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებისა და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის”, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.