ადამ კინზინგერი:სპიკერი თალაკვაძე და ბევრი სხვა ამ საქმიანობის გამო მადლიერებას იმსახურებს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა.
„გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევას. დემოკრატია იოლი სამუშაო არაა, თუმცა ღირს მუშაობა ამაზე. სპიკერი თალაკვაძე და სხვები მადლობას იმსახურებენ“, – წერს კინზინგერი.
კონგრესმენი ასევე წერს, რომ მოგვიანებით ამ საკითხს უფრო ვრცელ განცხადებას მიუძღვნის.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება.