7 მარტს შშმ პირთა კარიერული ფორუმი ,,ამოიცანი შესაძლებლობები“ ჩატარდება

ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი“, ფრანგულ და გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ,,თბილისი რუმს ჰოტელში’’, შშმ პირთა დასაქმების ფორუმს გამართავს. ღონისძიებას 80-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაესწრება.

ფორუმს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლა გახსნის.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ინკლუზიასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.
ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმობა გერმანული და ფრანგული ორგანიზაციების მხრიდან საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით მოეწყობა პანელური სესია შშმ პირების დასაქმების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეებს გააცნობენ თავიანთ ისტორიებს სამუშაოს ძიების პროცესში. ფორუმის მეორე ნაწილი პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრას დაეთმობა.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები