მაია ცქიტიშვილი წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის დასრულებას აანონსებს

2019 წელს დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – რიკოთის საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა. 25 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები. მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 142 კმ-ზე მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა, საიდანაც 70 კმ დასრულება იგეგმება 2020 წელს. კერძოდ, დასრულდება ხაშურის შემოვლითი 13 კმ გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ მონაკვეთი,“ – ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რაც შეეხება ქვეშეთი-კობის პროექტსს, ცქიტიშვილის თქმით,პროექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ამ პროექტზე 2 500 ადამიანი დასაქმდება.
ცქიტიშვილის ინფორმაციით,გასულ წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 804 კმ გზის რეაბილიტაციის სამუშაო დაასრულა.

როგორც ცქიტიშვილი აცხადებს, გზის ინფრასტრუქტურის ტენდერებში 55-მდე ახალი კომპანია მონაწილეობდა. დასაქმდა 10 ათასზე მეტი ადამიანი,საიდანაც 90 % საქართველოს მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები