ჭახათში, 76 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში ცეცხლწაკიდებულ თივას ემსხვერპლა
ქობულეთში, სოფელ ჭახათში 76 წლის კაცი დაიწვა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი საკუთარ ეზოში მუშაობდა და მოგროვილ ბალახს ცეცხლი წაუკიდა, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი ალი მას მოედო და ხანძარს თავი ვერ დააღწია.
როგორც “რეგიონულ კვირას” სასწრაფო დახმარების ცენტრში უთხრეს, ადგილზე მისულ მედიკოსებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.