ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, მაღალი ტემპერატურით, ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტი ზესტაფონიდანაა და მას, სამსახურიდან გამომდინარე, შემხებლობა ჰქონდა ირანელებთან.

მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას სათანადო მკურნალობა უტარდება და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია.

ექიმის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი პაციენტია, მათ შორის – ერთი ბავშვი, ყველა მათგანი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მათი ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები