ბორჯომის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია დასუფთავების სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. სხვადასხვა სახის ნარჩენისა და ქვა-ღორღისაგან იწმინდება ცენტრალური გზების მიმდებარე ტერიტორიები, საფეხმავლო ბილიკები და ფერდობები.
მიმდინარეობს გზის ნაპირების, სანაგვე კონტეინერებისა და ურნების გარეცხვა-დეზინფექციის სამუშაოებიც. სამუშაოებს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს. პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება და ქალაქის ცენტრალური უბნების გარდა ყველა დაბასა და სოფელს მოიცავს.