ავტოსაგზაო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ახალციხესთან მომხდარი ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
როგორც “რეგიონულ კვირას“ შსს სამინისტროში განუცხადეს, საქმის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.