ზესტაფონის მაჟორიტარმა მრავალშვილიან დედებს 3 მარტი მიულოცა
3 მარტის დღესასწაული მრავალშვილიან დედებს ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ ყვავილებითა და საჩუქრებით მიულოცეს.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისა” და ზესტაფონის მერიის ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 53 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.