ზუგდიდში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, რუსთაველის ქუჩის, სპ.კედიას ქუჩისა და მარცხენა სანაპიროს ქუჩის კვეთაზე, წყალარინების სისტემის მშენებლობის სამუშაოების გამო, 10 აპრილის ჩათვლით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიგა მელიას განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს მთელი ქალაქის წყალარინების ამორტიზებული სისტემის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას.
მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება, გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები.
პროექტის ჯამური ღირებულება 84,914,790 ლარია, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
ცნობისთვის, ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, საკანალიზაციო სისტემით დღემდე ვერ სარგებლობს.