ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს შეხვდა

მიუნხენში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, კრისტოფ ჰოისგენთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია, როგორც ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა საქართველოსთვის. ამასთან, ხაზი გაესვა ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებში გერმანიის განსაკუთრებულ როლს.
საუბარი შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები