სოფო კილაძე: პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ყოველწლიურ მოხსენებაში რა აქცენტებს გააკეთებს
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, რა აქცენტებს გააკეთებს ყოველწლიურ მოხსენებაში. ვფიქრობ, რომ გასული წელი იყო რთული, პოლიტიკურად ძალიან დატვირთული და მგონია, რომ ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებს”, – ამის შესახებ “ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის” თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
კილაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი, პარლამენტში მიღებული მნიშვნელოვანი კანონების შესახებაც ისაუბრებს.
“პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რა აქცენტებს გააკეთებს. ვფიქრობ, რომ გასული წელი იყო რთული, პოლიტიკურად იყო ძალიან დატვირთული. მგონია, რომ სწორედ ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტს. თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა აქტუალიზებული, მათ შორის პარლამენტშიც ბევრი მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომე აქცენტებს ამაზეც გააკეთებს”, – აღნიშნა კილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. პარლამენტის პლენარული სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.