კარლ ჰარცელი: საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

მისივე შეფასებით, ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იქნება.

„ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მზად არის, რომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას და კომპრომისზე წავიდეს. არსებობს იმის სხვადასხვა სცენარები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არაფერი არ არის გარანტირებული, მაგრამ შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ძალიან დიდი სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის. ეს წარმატება იქნება ნიშანი პარტნიორებისთვის, როგორც ევროკავშირში, ისე ატლანტიკის მიღმა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ცვლილებები, იმისდა მიუხედავად, რომ სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს და რჩება“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები