გია ვოლსკი: გიორგი მარგველაშვილი თუ დაასაბუთებს დაცვის საჭიროებას, კვლავ დაენიშნება

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, თუ ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დაასაბუთებს, რომ მას სახელმწიფო დაცვა სჭირდება, კვლავ დაენიშნება.

მისივე შეფასებით, ამჟამად მარგველაშვილს საფრთხე არ ემუქრება.

„მას გარკვეული პერიოდი ჰყავდა სახელმწიფო დაცვა. როგორც კი დაცვის საჭიროებას განაცხადებს და დაასაბუთებს, კანონი დაცვის აღდგენას ითვალისწინებს და დაცვა აღუდგება არა მხოლოდ გიორგი მარგველაშვილს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ რამე საფრთხე ემუქრება. ვერ ვხედავ, რომ გიორგის საფრთხე ემუქრებოდეს. გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებითაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, თუ კანონის შესაბამისად არ იქნება დასტური იმაზე, რომ მის მიმართ რამე საფრთხე არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, გიორგი მარგველაშვილმა დღეს “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისთვის დაცვის გაუქმება ეს იყო გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტის ინსტიტუტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები