შს მინისტრის მოადგილემ მრავალშვილიან თანამშრომელს დედის დღე მიულოცა(ფოტოკოლაჟი)
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, დედის დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, მრავალშვილიან დედას – ზეინაბ ტალახაძეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევში, სახლში ესტუმრა და დედის დღე მიულოცა.
იოსებ ჭელიძემ 8-შვილიან თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ზეინაბ ტალახაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, კნოლევის ბლოკსაგუშაგოზე მზარეულის დამხმარედ 2011 წლიდან მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მრავალშვილიან თანამშრომლებზე მუდმივად ზრუნავს.