გია ვოლსკი: წინასაარჩევნო პერიოდია და ვწუხვარ, რომ პრეზიდენტის მოხსენებას პარლამენტში ოპოზიცია არ ესწრება, თვითმიზანი არ არის, რომ, მაინდამაინც, შენიშვნა ჰქონდეთ და იბაქიბუქონ

“წინასაარჩევნო პერიოდია და ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში ოპოზიცია არ ესწრება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკული შენიშვნების გაკეთება ზრდილობის ფარგლებშიცაა შესაძლებელი.

“წინასაარჩევნო პერიოდია და ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიცია არ ესწრება, თუ ბოიკოტს უცხადებს თუ არ ვიცი რას უცხადებენ. იმიტომ, რომ კრიტიკული შენიშვნებიც და გამოსვლებიც შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ ზრდილობის ფარგლებს არ გადასცდნენ. პრეზიდენტის მოხსენება მნიშვნელოვანია. თვითმიზანი არ არის, რომ, მაინდამაინც, შენიშვნა ჰქონდეთ და იბაქიბუქონ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტში 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები