პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოსმენას ოპოზიცია, ბოიკოტის ნიშნად, არ დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოსმენას, რომელიც ხვალ პარლამენტში უნდა გაიმართოს, ოპოზიცია, ბოიკოტის ნიშნად, არ დაესწრება.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მან არ იცის, ზურაბიშვილის მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა.
“არ ვიცი, მისი მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა, მაგრამ ჩვენ, ყველა ამას ვიხილავთ, ჩვენ არ ვიქნებით, უბრალოდ, დარბაზში. ზოგადად, ამ ყველა პრობლების გადაჭრის ძირი არის ბიძინა ივანიშვილში და ის უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას და მერე ეს არჩეული პრეზიდენტი გვეყოლება, მაგრამ გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანი იქნება, როცა ივანიშვილის ზურგი აღარ ექნება”, – განაცხადა ბოკერიამ.