ირანში კორონავირუსს 66 ადამიანი ემსხვერპლა, 1501 დაინფიცირებულია
ირანში კორნავირუსს 66 ადამიანი ემსხვერპლა, 1501 დაინფიცირებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტრო ავრცელებს.
1-ელ მარტს ინფიცირებულთა რიცხვი 978-ს შეადგენდა, ლეტალურად დასრულებული 54 შემთხვევა იყო.
ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა.