ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2912-მდე გაიზარდა, დაავადებულია 80 026 მოქალაქე

ჩინეთში კორონავირუსით სულ 80026 ადამიანია დაავადებული, 2912 გარდაიცვალა, 44 462 გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით სულ 202 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 197 ხუბეის პროვინციაში, კლინიკებიდან, ერთ დღეში 2837 ადამიანი გაწერეს, 42 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები