გერმანიის ელჩი საქართველოში: დიდი იმედი მაქვს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ რამდენიმე დღეში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედეგს მივაღწევთ
სამი თვეა, ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
“უკვე სამი თვეა ვმუშაობთ რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ამის მიღწევას კიდევ ერთი პატარა ნაწილი აკლია. შექმნილი ვითარება დაახლოებით ჰგავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ჯგუფი ძალიან მაღალ მთაზე ადის და სამწუხარო იქნება როდესაც მთაზე ასვლამდე რამდენიმე მეტრიღაა დარჩენილი ჯგუფმა მასზე ასვლა ვერ მოახერხოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში მივაღწევთ შედეგს და ყველა მონაწილე მხარე ზუსტად ისე გავიხარებთ, როგორც დღევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულები”, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.