ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისებისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა (ვიდეო)
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ვ.ბ.-ს აღკვეთის სახედ გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ზ.დ-ს კი – პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში ყალბი რეგისტრაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტს.
დაკავებულ ზ.დ-სა და ვ.ბ-ს წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.ცნობი
სთვის, ეს აღნიშნულ დანაშაულზე დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. საგამოძიებო სტრუქტურებმა 2019 წლის ნოემბერში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის ტერიტორიაზე, მოტყუებით, ყალბი რეგისტრაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში შვიდი პირი მისცეს.
გამოძიებას ორი სტრუქტურა – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.