სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულია 29 წლის მოქალაქე, რომელიც ირანში იმყოფებოდა. საავადმყოფოს მან თავად მიმართა და ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა ზომა გატარდება.