ონის მუნიციპალიტეტში გზების წმენდის სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება
ონის მუნიციპალიტეტში ზამთრის სეზონზე გზების გაწმენდის სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება.
28 თებერვალს გაიწმინდა მრავალძლამდე მისასვლელი, ასევე სოფლის შიდა გზები. გზების წმენდის სამუშაოების მონიტორინგს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პირადად ახორციელებს.