საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, კორონავირუსისგან ბრიტანეთის მოქალაქე დაიღუპა

იაპონიაში კორონავირუსისგან ბრიტანეთის მოქალაქე დაიღუპა, რომელიც საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე იმყოფებოდა.

აღნიშნული პირველი შემთხვევა გახდა, როდესაც ლაინერზე უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა, მანამდე დაღუპულთა შორის მხოლოდ იაპონიის მოქალაქეები იყვნენ.

Diamond Princess-ზე სულ 705 მგზავრი იყო, მათგან 11 გარდაიცვალა, 56 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები