ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა, 73 გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ალბათობა გაიზრდება.
27 თებერვლის მონაცემით ქვეყანაში 245 ინფიცირებული იყო, 26ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 19 თებერვალს დადასტურდა.