ალი ბაბაევი: გარკვეული ჯგუფები დავით-გარეჯთან დაკავშირებით პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ (ვიდეო)

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული ჯგუფები დავით-გარეჯთან დაკავშირებით პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, რაც დაუშვებელია.
ამის შესახებ ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დავით-გარეჯი მათთვის ძალიან აქტუალური თემა გახდა. დავით გარეჯი არის საქართევლოს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი , რომელიც მდებარეობს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე. აზერბაიჯანი ოკუპაციას არ ქმნის. არის სადაო საკითხი, რაზეც წლების განმავლობაში არცერთმა ხელისუფელბამ არ იმსჯელა და არ მივიდა კომპრომისამდე. დღეს ორ ქვეყნებს შორის კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე.
გარკვეული ჯგუფები აკეთებენ სუფთად პროვოკაციულ განცხადებებს. შეურაცხყოფას აყენებენ აზერბაიჯანელებს. აზერბაიჯანს უწოდებენ ოკუპანტს“- განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები