დავით ჩიხელიძე ოპოზიციას: შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს

„შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!” – აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას.
​მისი თქმით, ნათელია, რომ ჩვენ ქვეყანას წინსვლა აქვს, და დღეს სწორედ ის ხალხი აკრიტიკებს მთავრობას, რომლის დროსაც საქართველო 39-ე ადგილზე იყო, რომლის დროსაც მედიის თავისუფლების ინდექსი კრიტიკულად დაბალი იყო.

“ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის, „ევროპის თავისუფლების ბარომეტრი 2019-ის” მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო 69,06 ქულით 27-ე ადგილზე გავიდა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის შედეგიც ერთი პუნქტით გაუმჯობესდა.
კვლევის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული: პრესის თავისუფლება — 7,10 ქულა (2,10-ით გაუმჯობესება) სასამართლოს დამოუკიდებლობა — 5,33 ქულა (1,08-ით გაუმჯობესება) ადამიანის უფლებების დაცვა — 6,30 ქულა (0,58-ით გაუმჯობესება) საკუთრების უფლების უსაფრთხოება — 7,62 ქულა (1,13-ით გაუმჯობესება) და ა.შ.
კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანას: რუმინეთს, საბერძნეთსა და ბულგარეთს. ხოლო კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში უკონკურენტო ლიდერია.
კვლევის თანახმად, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ხორვატიაში, ბულგარეთში და ა.შ. (ვუსწრებთ ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს) წინა კვლევების გათვალისწინებით, 27-ე ადგილი სარეკორდოა, ნიშანდობლივია, რომ 2012 წელს საქართველო 39-ე ადგილზე იყო.
ნათელია, რომ ჩვენ ქვეყანას წინსვლა აქვს, და დღეს სწორედ ის ხალხი აკრიტიკებს მთავრობას, რომლის დროსაც საქართველო 39-ე ადგილზე იყო, რომლის დროსაც მედიის თავისუფლების ინდექსი კრიტიკულად დაბალი იყო.
ოპოზიციის გასაგონად ვიტყვი, მორალი და პრინციპები რომ არ გაქვთ, ვიცი, მაგრამ კბილები ხომ გაქვთ, ენას რომ დააჭიროთ! შეხედეთ თქვენს დროს არსებულ რეიტინგებს და ნათლად დაინახავთ, რომ ყველა სფეროში წინსვლა გვაქვს!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები