გავრცელებულ კორონა ვირუსთან დაკავშირებით გორში ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების შეცვლას ითხოვს

გავრცელებულ კორონა ვირუსთან დაკავშირებით გორში ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების შეცვლას ითხოვს.

როგორც  “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა ალექსანდრე ვალიაურმა ​განაცხადა, ხელისუფლება ინფორმირებული იყო ვირუსის გავრცელების საშიშროების შესახებ, თუმცა დროული ზომები არ მიიღეს, რის შედეგადაც საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა “ქართული ოცნების“ ხელისუფლების უსუსურობა ისეთი მასშტაბური ვირუსის წინაშე, როგორიცაა კორონა ვირუსი. ჩვენ დავინახეთ გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოზიციები, მისი გამონათქვამები და მოსაზრებები არის საგანგაშო . აუცილებელია ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა და თუ მთლიანი მთავრობა არ გადადგება,  პრემიერ მინისტრმა დააყენოს ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხი და ასევე, აიღოს პასუხისმგებლობა იმ არაადეკვატურ ქმედებებზე, რაც გამოვლინდა სხვადასხვა უწყებებში. უკვე დიდი ხანია ექსპერტები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს სჭირდებოდა სასაზღვრო ზოლის გამკაცრება , რათა ჩვენი ქვეყანა დარჩენილიყო მწვანე ზონაში, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო“,- განაცხადა ალექსანდრე ვალიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები