რუსთავის ინფექციურ საავადმყოფოში მიმართვიანობა არ გაზრდილა

რუსთავის ინფექციურ საავადმყოფოში მიმართვიანობა არ გაზრდილა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მოზრდილთა ინფექციური განყოფილების გამგემ, ნანა გელელაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არცერთ პაციენტს გრიპით, ან გრიპის მაგვარი ინფექციით არ მიუმართავს.

“რუსთავის საავადმყოფოში ბოქსირებული განყოფილება არ არის გამოყოფილი. ჩვენ მივიღეთ მითითება, თუ გამოჩნდება პაციენტი კორონა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით, მიმღები მაშინვე დარეკავს ცხელ ხაზზე და გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გადაიყვანს თბილისში”, – აცხადებს ინფექციური განყოფილების გამგე ნანა გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები