ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაინფიცირდა (ვიდეო)
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელს, მოჯტაბა ზულნურს კორონავირუსი გამოუვლინდა.
ინფორმაციას ტელერადიოკომპანია IRIB ავრცელებს.
პოლიტიკოსი გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ “დიახ, კორონავირუსზე ჩაბარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა. არ ინერვიულოთ, კარანტინზე ვარ. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენმა ხალხმა კორონავირუსი დაძლიოს”.
ზულნური პარლამენტში ქალაქ კუმის წარმომადგენელია, სადაც ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ორი დღის წინ, კორონავირუსით დაინფიცირდა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაჯ ხარირჩი, ასევე დეპუტატი მაჰმუდ სადეკი.