ჩინეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების რიცხვმა 2744 მიაღწია, 32 495 პაციენტი განიკურნა, 78 497 დაავადებულია
ჩინეთში კორონავირუსს 2 744 ადამიანი ემსხვერპლა, 32,495 გამოჯანმრთელდა, 78 497 დაავადებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
უკანასკნელ დღე-ღამეში ჩინეთში კორონავირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 26 ხუბეის პროვინციაში; დაავადებული ადამიანების 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ხუბეის პროვინციაში 409.
ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით 82 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2800-სს გადააჭარბა.