აზერბაიჯანში კორონავირუსზე კიდევ 29 ადამიანს ამოწმებენ
აზერბაიჯანში, ჯალილაბადის რაიონულ საავადმყოფოში ირანიდან ჩასული 29 ადამიანი, კორონავირუსის ეჭვით, მოათავსეს.
ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ამჟამად. აღნიშნული პირების შემოწმება მიმდინარეობს.
25 თებერვალს ასევე ჯალილაბადის რაიონულ საავადმყოფოში ირანიდან ჩასული 23 ადამიანი მოათავსეს.
ამჟამად, მათგან მხოლოდ 2 აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, მედიკოსები მათზე დაკვირვებას აგრძელებენ.