ემზარ საბანაძე სკოლის პედაგოგებს და “ეტალონის” გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან, ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან იმედა მეშვილდიშვილთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგებს და ინტელექტ-ჩემპიონატ “ეტალონის” გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

მერმა საპრიზო ადგილების მფლობელ სამ მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადასცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგების მოღვაწეობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის განვითარების და წინსვლის საქმეში, აღნიშნა ონის სკოლის უკვე ტრადიციად ქცეული წარმატებები და გამორჩეულად კარგად აღზრდილი, ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელიც საფუძველს უყრის მუნიციპალიტეტის წარმატებული მომავლის მშენებლობას.

შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და ონის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

“ონის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციით და უძველესი ისტორიული წარსულით, რომლის დავიწყების უფლება არავის არ აქვს, მეტიც, თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ონის გამორჩეული იერსახის და კულტურული ცენტრის მნიშვნელობის დასაბრუნებლად”, – განაცხადა ემზარ საბანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები