ბორჯომს კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა შეემატება

ლიკანში, მესხეთის ქ. №29-ში უახლოეს დღეებში, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დეკორატიული ღობეები, სასეირნო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშვო გასართობი მოედნები, ატრაქციონები, ხის პერგოლა, ხის ღია ფანჩატური და ბიუვეტი მოეწყობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, სკვერში განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები და ასევე, ჩატარდება გარე ელ. მონტაჟის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ პროექტი სკვერის 3 განსხვავებულ ზონად დაყოფას ითვალისწინებს, სადაც ცალკე საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიმდებარე ქუჩის იერსახე და ბორჯომს კი კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა შეემატება. სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები