ინდოეთში ავტობუსი მდინარეში გადავარდა, სულ მცირე, 24 ადამიანია დაღუპული

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, სამგზავრო ავტობუსი მდინარეში გადავარდა, რომლის შედეგად, სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა.

გაზეთის Hindustan Times-ის ინფორმაციით, ავტობუსს საქორწინო ცერემონიის 29 სტუმარი გადაჰყავდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან მდინარეში გადავარდა.

5 დაშავებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები