გია ვოლსკი მინისტერიალის ჩატარებაზე: ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს
ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი კანონების წინაშე ვიყოთ პირნათელი, ვინაიდან ეს ჩვენი ინტერესებია და მეორე, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ ვიყოთ ასევე პირნათელი და ჩვენი ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, როგორც უშველებელი საერთაშორისო ფორუმის ხელმძღვანელმა ქვეყანამ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„არ შეიძლება, რომ გარკვეულ აჟიოტაჟს აჰყვეს სახელმწიფო, რომელიც ესოდენ დიდ ფორუმს თავმჯდომარეობს. რასაკვირველია, ქართული კანონები არ უნდა დაირღვეს უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ამის ალტერნატივა თბილისიდან სხვაგან გადატანა არ არის, თუკი ამის აუცილებლობა არ არის. ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი კანონების წინაშე ვიყოთ პირნათელი, ვინაიდან ეს ჩვენი ინტერესებია და მეორე, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ ვიყოთ ასევე პირნათელი და ჩვენი ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ როგორც უშველებელი საერთაშორისო ფორუმის ხელმძღვანელმა ქვეყანამ. უამრავი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, დღეს განიხილება ეს ვარიანტები და ამაზე პასუხიც გვეცოდინება”,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესიის გამართვის ადგილსა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სტრასბურგში დღეს მიიღებს.