აზერბაიჯანში კორონავირუსზე 7 ადამიანს ამოწმებენ

0

აზერბაიჯანში კორონავირუსის ეჭვით 7 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული, მათგან 5 ირანის მოქალაქეა, ორი კი აზერბაიჯანის.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მათგან 6-ის მდგომარეობა ნორმალურია, პრობლემები არ გამოვლენილა. ერთი ადამიანის შემთხვევაში კი, ტემპერატურა ნორმას აღემატება, ის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, 25 თებერავლს კარანტინზე 25 ადამიანი იქნა მოთავსებული.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს აჟიოტაჟისგან თავი შეიკავონ და არ ენდონ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს.

კომენტარები

კომენტარი