ნათია თურნავა: მხოლოდ ირანისა და ჩინეთის მიმართულებიდან ზიანი, რასაც ტურიზმში ველოდებით, სულ მცირე თვეში 30 მილიონი ლარია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის.

როგორც ნათია თურნავა აცხადებს, მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა და სწორედ ამიტომ წავიდნენ არაპოპულარულ ზომებზე.

„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც მთლიანად მსოფლიო დადგა. დღეს უკვე მიმდინარეობს საუბარი მსოფლიოში იმის თაობაზე, რომ გლობალური ეკონომიკა, გლობალური ვაჭრობა სერიოზულად ზარალდება, ზარალდება ავიაციის სფერო, ზარალდება ტურიზმის ბიზნესი და არამხოლოდ. საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. ამას აბსოლუტურად მომზადებული ვხვდებით, ამიტომ ჩვენთვის ყველა სხვა ინტერესთან შედარებით, უპირატესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერებაა ირნთან, ჩინეთთან.

რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ტურიზმის განვითარებას. პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანის და ჩინეთის მიმართულებიდან, რასაც ტურიზმში ველოდებით, სულ მცირე 30 მილიონი ლარია თვეში. იქიდან გამომდინარე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ზარალი მოიმატებს, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო სწრაფად გაუმკლავდება ამ გამოწვევას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სიტუაციაში“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები