ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ჰარირჩის, კორონავირუსი COVID 19 გამოუვლინდა.
ამის შესახებ ირანული სააგენტო ILNA-ზე დაყრდნობით, Independent წერს.
“მაღალჩინოსანი კარანტინზეა გადაყვანილი”, – განუცხადა სააგენტოს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა.
აღსანიშნავია, რომ ირაჯ ჰარირჩიმ გუშინ განაცხადა, რომ მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუ ქალაქ კუმში გარდაცვლილთა რაოდენობა 50 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ ჰარირჩიმ ირანელი დეპუტატის მიერ გაკეთებული შესაბამისი შინაარსის განცხადების კომენტირებისას თქვა.